მკვლელობა

შსს-მ აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავა

დღეს, დაახლოებით პირველ საათზე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "ქალაქ პროექტის" შენობაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნოდარ ნ-მ ცეცხლსასროლი იარაღით 1980 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. მოკლა. სამართალდამცველებმა ნოდარ ნ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები