ცხინვალი-მოსკოვის ე.წ. ხელშეკრულება

ზაქარეიშვილი: რამდენი წყალი შეიძლება, ჩაასხა 3-ლიტრიან ქილაში?

არასერიოზულია, როცა ოფიციალური პირები რეაგირებას ახდენენ არაოფიციალურ პირებზე. იმაზე მეტი, რაც რუსეთმა მიიერთა სამხრეთ ოსეთი 2008 წლის აგვისტოში, ვეღარ მოხდება. რამდენი წყალი შეიძლება, ჩაასხა 3-ლიტრიან ქილაში? - მხოლოდ 3 ლიტრა, მეტს ვერ ჩაასხამ. დანარჩენი გადმოიღვრება. რუსეთმა დიდი ხანია, აითვისა, მიითვისა სამხრეთ ოსეთი. თვითონ მართავს სიტუაციას. ამაზე მეტი შეუძლებელია ათვისებული იყოს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის შეთავაზებაზე, რომ მოსკოვმა ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაში რეგიონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გაითვალისწინოს.

კომენტარები