ცხინვალი-მოსკოვის ე.წ. ხელშეკრულება

პრეზიდენტი: ცხინვალთან ხელშეკრულება რუბლს ვერ გაამყარებს

facebook.com/Margvelashvili

ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება არც რუბლს გაამყარებს და არც ნავთობის ფასს გაზრდის, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლეონიდ თიბილოვს, რომელიც დოკუმენტში რუსეთთან შეერთების შესაძლებლობის გათვალისწინებას ითხოვს.

"ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, ჩვენ ამის თაობაზე ვიცოდით და როდესაც დავიწყეთ საუბარი იმ პრობლემებზე, რაც იყო, აფხაზეთთან ხელშეკრულების თაობაზე, ჩვენ იმაზე გავაკეთეთ აქცენტი, რომ იგივე მოსალოდნელია სამწუხაროდ ცხინვალის რეგიონთან.

ჩვენ გავააქტიურეთ მუშაობა საერთაშორისო მიმართულებით, მივიღეთ კიდეც მხარდაჭერა. საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ აფხაზეთის პრობლემის პარალელურად იგივე პრობლემა ცხინვალშიც გაჩნდებოდა.

არის სრული მიუღებლობა ამ საკითხების. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს გაზრდის.

ეს პრობლემები არ წყდება ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმებით. პრობლემები, რომლებიც არის, წყდება საქართველოსთან დიალოგის ფორმით, კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმით და ამაშია მომავალი როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის, ასევე აფხაზობისა და ოსობის საქართველოს ფარგლებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები