NATO-საქართველოს ურთიერთობა

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს NATO-სთან ურთიერთობით შეშფოთებულია

breakingnews.sy

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს NATO-ში სწრაფვის გამო შეშფოთება გამოთქვა. განცხადებაში, რომელიც ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შედეგებს მიეძღვნა, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ამ პირობებში უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

"აღინიშნა, რომ საქართველოს NATO-ში სწრაფვის, უელსის სამიტზე საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შეთავაზების, საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმების, ასევე საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ შეიარაღების მოწოდებაზე განახლებული მოლაპარაკებების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და გასაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვის მტკიცებით, აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობის შესახებ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება და მესამე მხარეების ინტერესებს არ აზარალებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოლაპარაკების მონაწილეებს კვლავაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებას სთავაზობს.

კომენტარები