საბიუჯეტო ხარჯები

კვირიკაშვილი ნადირაშვილს: პირველი კლასით არასდროს მისარგებლია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ირმა ნადირაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ პირველი კლასით არასდროს უსარგებლია. ნადირაშვილის მტკიცებით, კვირიკაშვილმა ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ავიაბილეთში 18 000 ლარზე მეტი გადაიხადა. მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრმა ყაზახეთში მივლინების დროს, ასტანაში გასაფრენი ბილეთი იყიდა 8 766 ლარად, მაშინ როცა, ავიაკომპანიას ასეთიძვირადღირებული ბილეთები არ აქვს.

"არასდროს მისარგებლია პირველი კლასით. ძალიან ხშირად ღამის რეისით წამოსული იმავე საღამოს ჩამოვსულვარ ევროპიდან, რომ სამუშაო დღე არ გამეცდინა. ჟურნალისტები იქნებ დაინტერესდეთ ირმა ნადირაშვილის საყვარელი მთავრობის წევრები რა ფასად დაფრინავდნენ. ყველა მონაცემი სამინისტროში, ბუღალტერიაში ინახება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები