ანგელა მერკელი

გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ მერკელი ლიდერად კიდევ ერთხელ აირჩია

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ კანცლერი ანგელა მერკელი საკუთარ ლიდერად კიდევ ერთხელ პრაქტიკულად ერთხმად აირჩია. მას მხარი დელეგატთა 97%-მა დაუჭირა. თავის გამოსვლაში კანცლერმა ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდი ქვეყნისთვის წარმატებულად შეაფასა. მან ასევე უკრაინის კრიზისზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს. 

"ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ვცხოვრობთ კომფორტულ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო დონეზე პატივს სცემენ. ჩვენი მრეწველობა ყვავის, მცირე და საშუალო საწარმოები წარმატებულია, დაცულია ეკოლოგიური სტანდარტები, უმუშევრობა სამ მილიონს არ აღემატება და ახალგაზრდებს შორის ყველაზე დაბალია ევროპაში.  დღეს ევროპაში ნდობის კრიზისია და თუ პატივს არ ვცემთ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამით ხელს შევუწყობთ ეჭვებს და უნდობლობას, რაც ევროპისთვის ცუდი იქნება. შემიძლია დაგპირდეთ, რომ მინისტრ შტაინმაიერთან ერთად არ გავუშვებთ ხელიდან არცერთ შესაძლებლობას, რომ უკრაინაში კრიზისს  დიპლომატიური გზით მოგვარებას მივაღწევთ. უნდა დავუბრუნდეთ მინსკის შეთანხმებას, შეიძლება, უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია", - განაცხადა მერკელმა.

კომენტარები