ფოკუსი

9 დეკემბერი,2014

- პრემიერმინისტრის საგანგებო ბრიფინგი - ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე აქტუალურ თემაზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის, საკადრო ცვლილებებზე. ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს არავითარი კლანები და ცვლილებები განახლების პროცესს უკავშირდება.

- თავისი გამოსვლა ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურებაზე საუბრით დაიწყო. პრემიერის თქმით, საგარეო ფაქტორებთან ერთად, ლარის გაუფასურებას ხელი ოპონენტების მხრიდან პანიკის დათესვამ შეუწყო ხელი.

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიტა და რეკორდული მაჩვენებლები - საქსტატის მონაცემებით, წელს, მესამე კვრტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე მაღალი იყო 2005 წლის შემდეგ.

- თუმცა, მონაცემებთან დაკავშირებით უკვე გამოითქა ეჭვები - კითხვებს გაზრდილი ინვესტიციების ფონზე ლარის გაუფასურება აჩენს.

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით შიდა ვალის მოცულობის 400 მილიონი ლარიდან 600 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება. ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსიის კენჭისყრა პარასკევს უნდა მოხდეს.შიდა ვალი საგარეო ვალისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა

- დაუბეგრავი მინიმუმი უქმდება - 2016 წლიდან იმ მოქალაქეებს, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმი 360 ლარამდე უკან აღარ დაუბრუნდება. გაუქმების ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა. იოსებ გოგაშვილი აქამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. გოგაშვილი 1972 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა.

კომენტარები