აღმოჩენა მარსზე

CURIOSITY-ის მონაცემებით, პლანეტა მარსზე დიდი ტბები არსებობდა

მარსი
NASA

პლანეტა მარსზე დიდ ტბები არსებობდა - ამას ადასტურებს მასალა, რომელიც მარსის ზედაპირზე თვითმავალმა აპარატმა CURIOSITY-მ გადაიღო.

მეცნიერების განცხადებით, გეილს კრატერში მდებარე შარპის მთის სტრუქტურა მოწმობს, რომ ის წყალში დანალექი ქანებისგან შედგება. შესაბამისად, ოდესღაც კრატერი წყლით იყო სავსე, რაც იმას ამტკიცებს, რომ ადრე კლიმატი პლანეტაზე დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა და მარსზე სიცოცხლის წარმოქმნისთვის საჭირო პირობებიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა.

CURIOSITY-ის მისია მარსზე გრძელდება, მეცნიერები წითელი პლანეტიდან ახალ მონაცემებს ელიან.

კომენტარები