ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს

დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის უკანონოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დევნილთა სამინისტროს სამ ყოფილ თანამშრომელს: თეიმურაზ მაღალდაძეს, რატი სვანიძეს და ამირან გოგიძეს, ასევე სამშენებლო კომპანია NBG-ის დირექტორებს ნუგზარ ენდელაძეს და ალექსანდრე ხურციძეს ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება დევნილთა სამინისტროში დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდში ჩადენილ შესაძლო დანაშაულს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, NBG-ის ხელმძღვანელები ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, უკანონოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს - 1 081 611 ლარს. გამოძიების ვერსიით, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ხელმოწერით ყალბი აქტები დაადასტურეს და არ მოითხოვეს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 211 200 ლარი, რითაც სამინისტროს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდებულები დაკავებული არ არიან. 

კომენტარები