სენატის მოხსენება

აშშ-მა უსაფრთხოების ზომები მთელს მსოფლიოში გააძლიერა

treehugger.com

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიო მასშტაბით, საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გააძლიერა. ამის მიზეზი სენატის მოხსენებაა ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის მეთოდების შესახებ, რომელიც დღეს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ ეს მეთოდები კრიტიკულად იქნება შეფასებული. შეერთებული შტატები ზოგიერთ ქვეყანაში ამ მოხსენებაზე აგრესიულ რეაქციას ელოდება.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, 6000-გვერდიანი მოხსენების გამოქვეყნებაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ალ-ყაიდას წევრობაში ბრალდებულთა დაკითხვის მეთოდებს შეეხება, რომელზეც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბარაკ ობამამ უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს მეთოდები წამებას უთანაბრდება.

კომენტარები