ფოკუსი

8 დეკემბერი, 2014

- თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შტაინმაიერი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს - პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. შტაინმაიერის ეს რიგით მესამე ვიზიტია საქართველოში - პირველად ის 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებამდე ჩამოვიდა.
- ხუდონჰესის პროექტი შესაძლოა, სახელმწიფომ დააფინანსოს. თუ ასე მოხდა, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდზე მეტი დაუჯდება. როგორ აპირებს მთავრობა ამ სოლიდური თანხის მოძიებას, ჯერჯერობთ უცნობია. თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებასაც კი უკვე მოყვა კრიტიკული შეფასებები როგორც პოლიტიკოსების, ასევე ეკონომისტების მხრიდან.
- 2014 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ ვერ შესრულდება - ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საკანონმდებლო ორგანოში. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება პრობლემა იქნება. მმართველის გუნდის წევრები ფინანსთა მინისტრის პროგნოზებს იზირებენ და ბიუჯეტის შესრულებას ელიან.
- ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნა შეჩერდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დღეს დოლარს საშულოდ 1,9 ლარად ყიდიან. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.95-ია.

კომენტარები