- მონიტორინგის ცენტრი მედიატორის ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობაში პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების 5 შემომწირველი დასაქმდა. მათ შორისაა ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩოჩუა. ორგანიზაციის დამფუძნებლის თეონა ჭალიძის თქმით, ეს ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 2014 წლის არჩევნების შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილებზე დაინიშნენ.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის თანაშრომელს, პაატა დობორჯგინიძეს აღკეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესამდე კი პაატა დობორჯგინიძემ მის სამართლებრივ დევნაზე დენტობის ოფისში ისაუბრა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ზეწონასა და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა.
- ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს - დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ერთი ლარი და 90 თეთრია, თუმცა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში მყიდველს ერთი დოლარის სანაცვლოდ 2 ლარზე მეტის გადახდა უწევს.
საქართველოს ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბიულურობას არაფერი ემუქრება და ამის გარანტი ეროვნული ბანკია.




