საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფონზე რეგიონში ეუთოს როლი უმნიშვნელოვანესია.
მინისტერიალის პარალელურად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 9-10 დეკემბერს ჟენევის მოლაპარკებების 30-ე რაუნდი გაიმართება, რომელსაც დავით დონდუა პირველად დაესწრება. ეს პირველი შეხვედრა იქნება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
ეუთოს მინისტერიალი