ეუთოს მინისტერიალი

კლიმკინი: საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იარონ ევროპულ გზაზე

EPA

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით დაიგეგმა. უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელეს ორმხრივი საუბრების დროს მხარეებმა, რადგანაც არცერთ მათგანს კომენტარი არც შეხვედრის დაწყების წინ და არც მისი დასრულების შემდეგ გაუკეთებია. თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც შეხვდა.

ბერუჩაშვილთან შეხვედრამდე ჯონ კერი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინს შეხვდა. შეხვედრის წინ კლიმკინმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველო და უკრაინა ერთად დგანან.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იარონ ევროპულ გზაზე ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მე ქართველებისგან ბევრი პროდუქტიული კონსულტაცია მახსოვს ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მიერ ერთად განვილი გზა ევროკავშირში დამთავრდება. მე კარგად ვიცნობ ჩვენს ქართველ მინისტრს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ჩვენ მადლიერები ვართ დახმარებისთვის, რეფორმებისვბის და იდეებისთვის", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სახელმწიფო მდივნის გარდა, თამარ ბერუჩაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან გამართა მოლაპარაკებები. მათ შორის, შეხვდა ფინეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც.

ეუთოს მინისტერიალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში აქციის ფონზე დაიწყო. ორგანიზაციის შენობასთან შვეიცარიაში მცხოვრები უკრაინელები შეიკრიბნენ და უკრაინის რუსეთისგან დაცვას ითხოვდნენ.

კომენტარები