- ლარი კვლავ უფასურდება - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი ამ ეტაპზე 1.89 ლარი ღირს. გუშინ ეს მონაცემი 1.86 ლარი იყო.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნა მსოფლიოში დოლარის გამყარების გამო ხდება. ტაბულას კითხვას მიუთითებს თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაეფექტურ მუშაობაზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს და ტაბულა ტყუილად ხარობს.
- საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაფუჭდება.
- ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების - უკრაინის,მოლდოვასა და საქართველოში ნატოში გაწევრიანების საკითხი განვიხილოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ის მიესალმება აღნიშნულ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების წახალისებასა და მხარდაჭერას, თუმცა დებატები მათი ნატოში გაწევრიანების თაობაზე კონტრპროდუქტიულია.
- ფედერალური კრებისამდი თავის ყოველწლიურ მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მთავარი ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებსა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, ყირიმი ისტორიულადაა რუსეთზე დამოკიდებული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
ფოკუსი




