დემონსტრაცია ნიუ იორკში

ნიუ-იორკში დემონსტრანტები ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ERIC THAYER / Reuters

ნიუ იორკში ნაფიცი მსაჯულების კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. სასამართლომ დამნაშავედ არ სცნო პოლიციელი, რომელსაც აფრო-ამერიკელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, სადაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ივნისში სტეიტონ აილენდზე 43 წლის მამაკაცი პოლიციამ სიგარეტის უკანონო ვაჭრობისთვის დააკავა, თუმცა ეჭვმიტანილმა მათგან თავის დაღწევა სცადა, რა დროსაც პოლიციამ აფროამერიკელი მამაკაცი დაახრჩო. სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილს ასთმა აწუხებდა, ეს დასკვნა კი პოლიციელის გამართლების საფუძველი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების გამო, მისურის შტატის ქალაქი ფერგიუსონიც მოიცვა არეულობამ. ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციელს, რომელმაც აგვისტოში 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდა მოკლა, მკვლელობის ბრალდება არ წარუდგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის დიდ ქალაქებშიც - ნიუ იორკიდან სიეტლამდე, გააპროტესტეს.

კომენტარები