ფოკუსი

3 დეკემბერი, 2014

- დღეს სასტუმრო ძველ თბილისთან, სადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ორი წლის ანგარიში წარადგინა, საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმროსთან შეკრებილები ფინანსთა მინისტრის პოლიტიკას და ლარის კურსის ვარდნას აპროტესტებდნენ.
- საქსტატის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები 6,2%-ით არის გაზრდილი. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, პროდუქტების ჯგუფებიდან ფასები ყველაზე მეტად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა. ტაბულამ არსებული ფასების შესახებ გამოკითხვა ბაზარში ჩაატარა.
- ნატოს მინისტერიალის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება იყო.
- არასამთავრობო ორგანიზაციები მოსმენების შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კამპანია ეს შენ გეხებას გაგრძელებაც დააანონსეს. კამპანიის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვების წინააღმდეგია.
- ირანმა აღმოსავლეთ ერაყში აისისის პოზიციები დაბომბა. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, დაბომბვა ამერიკული მაკდონელ დუგლასის F-4 ფანტომიდან მოხდა, რომელიც ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციამდე შაჰის მმართველობის პერიოდში შეიძინა.

კომენტარები