სამომხმარებლო ბაზარი

გასულ წელთან შედარებით სურსათის ფასები 6,2%-ით არის გაზრდილი

საქსტატის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, პროდუქტების ჯგუფებიდან ფასების ყველაზე მაღალი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე დაფიქსირდა. ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,2%-ით არის გაზრდილი. ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 27%-ით არის გაზრდილი. ხილსა და ყურძენზე ფასების 12%-იანი მატებაა. კვერცხსა და რძის პროდუქტებზე კი წინა წელთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. საკვები პროდუქტებიდან ფასები ზეთსა და ცხიმზე 3,8%-ით არის შემცირებული.

მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე სურსათის გაძვირებამ 1,9%-იანი გავლენა იქონია.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წინა წელთან შედარებით ფასები 4,8%-ით არის გაზრდილი. ფასების 7,9%-იანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე, ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.

ზოგიერთ ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც შეინიშნება. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 6,4%-ით არის შემცირებული. წინა წლის ნოემბერთან შედარებით კავშირგაბმულობის სექტორში ფასები 0,8%-ით არის შემცირებული.

კომენტარები