დემონსტრაცია ეგვიპტეში

მუბარაქის გამართლებას ტაჰრირის მოედანზე საპროტესტო აქცია მოჰყვა

EPA

ეგვიპტის ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის სასამართლოს მიერ გამართლებას დემონსტრანტების მკვლელობის საქმეზე ტაჰრირის მოედანზე საპროტესტო აქცია მოჰყვა. 2000-მდე ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

ეგვიპტის პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებისას 1 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ ეგვიპტის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 2011 წელს 239 დემონსტრანტის მკვლელობის საქმეზე გაამართლა.

სასამართლომ ასევე გაამართლა მუბარაქის მთავრობის 7 წარმომადგენელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუბარაქს მოუხსნეს კორუფციის ბრალდებაც. გამართლდნენ მისი ვაჟებიც.

მუბარაქის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 2011 წლის იანვარში დაიწყო, რასაც ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება და სისხლისღვრა მოჰყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მუბარაქი ისევ ციხეში დარჩება, რადგან მას დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები