დემონსტრაცია ეგვიპტეში

მუჰამედ მორსი გადადგომას არ აპირებს

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ განაცხადა, რომ არ გადადგება და კონსტიტუციურ სამართლიანობას დაიცავს. მორსის თქმით, სამხედრო მოთხოვნა ოპონენტებისთვის ძალაუფლების განაწილების შესახებ დემოკრატიისკენ მიმავალი გზიდან გადახვევას გამოიწვევს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მმართველობის ერთი წელი რთული იყო და ძველი რეჟიმის მიერ დატოვებული გახრწნილი ნარჩენების გამო უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

სამხედროები მუჰამედ მორსის მმართველობის საკუთარ პროგრამას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებული დროებითი საბჭო ქვეყანას კონსტიტუციის შესწორებამდე მართავს. შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

სამხედროებს არ აქვთ სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მორსი მშვიდობიანად არ გადადგა.

ეგვიპტეში ასიათასობით დემონსტრანტი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ისინი პოსტრევოლუციური ეგვიპტის განვითარების ნაკლებობას აპროტესტებენ და მუსლიმთა საძმოს მხოლოდ საკუთარი ისლამისტური ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები