დემონსტრაცია ეგვიპტეში

ეგვიპტის ჯარი სტრატეგიულ პუნქტებს იკავებს

ეგვიპტის სამხედრო ძალები სტრატეგიულ პუნქტებს იკავებენ, მას შემდეგ რაც ეგვიპტის პრეზიდენტისადმი მიცემული ულტიმატუმის დრო ამოიწურა. მორსიმ გადადგომაზე უარი განაცხადა. მისი მხარდამჭერები და მოწინააღმედეგეები კაიროს ცენტრში არიან შეკრებილები და სატელევიზიო მიმართვას ელიან. 

პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოთხოვნა ოპონენტებისთვის ძალაუფლების განაწილების შესახებ, დემოკრატიისკენ მიმავალი გზიდან გადახვევას გამოიწვევს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მმართველობის ერთი წელი რთული იყო და ძველი რეჟიმის მიერ დატოვებული გახრწნილი ნარჩენების გამო უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პრეზიდენტის ადგილმდებარეობა დროებით უცნობია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ის კაიროში იმყოფება. 

სამხედროები მუჰამედ მორსის მმართველობის საკუთარ პროგრამას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებული დროებითი საბჭო ქვეყანას კონსტიტუციის შესწორებამდე მართავს. შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორსის მოუწოდა, მიმდინარე მოვლენებზე უფრო აქტიური რეაგირება მოახდინოს.

 

კომენტარები