რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი რუსეთში მეგობრული ვიზიტით იმყოფება

ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი რუსეთში, ქალაქ კალინინგრადში მეგობრული ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულ ფაქტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უარყოფითად აფასებს. ფოთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი შამუგიას თქმით, ქვეყანაში, რომელიც 2008 წელს საქართველოს, მათ შორის ფოთს ბომბავდა და რომელიც დღემდე ქვეყნის ანექსიას ახორციელებს, ქართველები მეგობრული ვიზიტით არ უნდა ჩადიოდნენ.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას შეფასებით კი, საკრებულოს წევრების ვიზიტში საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ფოთი და კალინინგრადი 15 წელია დამეგობრებული ქალაქები არიან და ახლაც ერთ-ერთი დღესასწაულის ფარგლებში მეგობრული ვიზიტი შედგა. რუსთავი 2-თან საუბარში კაკულია განმარტავს, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქ ფოთის დღესასწაულზე კალინინგრადში მოწვევა საქართველოდანაც გაიგზავნა, თუმცა მათი დელეგაცია არ ჩამოსულა. ახლა კი ფოთის საკრებულოში მოწვევა რუსეთიდან მოვიდა და დელეგაცია კალინინგრადის საქალაქო დღესასწაულის აღსანიშნავად გაემგზავრა.     

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთში მეგობრული ვიზიტით ქართული ოცნების წარმომადგენელთან ერთად სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის ბურჯანაძე-დემოკრატები. 

კომენტარები