მეგის ქარდავას საქმე

მეგის ქარდავა ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მეგის ქარდავა ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელად 3 წელი და 9 თვე განუსაზღვრა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.

"სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარი", - აცხადებენ პროკურატურაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეგის ქარდავამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის, აღიარებითი ჩვენებისა და თანამონაწილე პირთა დასახელების მიზნით, ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი სასტიკად აწამა. 

კომენტარები