ფოკუსი

28 ნოემბერი,2014

- პარლამენტმა მოსმენების შესახებ ბესელია/სესიაშვილი/ფოფხაძის კონტროვერსიული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამჯერად ყურადღება პრეზიდენტისკენაა მიპყრობილი. მისგან კიდევ ერთ ვეტოს ელიან.

- პასუხისმგებლობა ხალხისა და ბიძინა ივანიშვილის წინაშე - დღეს ასე ახსნა კოალიციაში დარჩენის მიზეზები დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოსა და ძლიერი პოლიციის შესახებ პრემიერის მოსაზრებებს არ ეთანხმება -სწორედ ამიტომ არ მისცა მან ხმა ბესელია/სესიაშვილი/ფოფხაძის კანონპროექტს ხმა პირველი მოსმენისას.

- აფხაზეთის შემდეგ რუსეთი ფორმალიზებულ ანექსიას უკვე ცხინვალის რეგიონში იწყებს - მოკავშირეობის ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და მის კიდევ ერთ მარიონეტ რეჟიმს შორის 2015 წლის დასაწყისში, სულ რამდენიმე თვეში გაფორმდება.
აფხაზეთთან შედარებით უფრო მეტი ინტეგრაცია - ასე ახასიათებს დოკუმენტის შინაარს საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე.

- მუშაობს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო აფხაზეთის ფორმალიზებული ანექსიის მცდელობის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე? საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პროცესი დაწყებულია, ოპონენტები კი ამბობენ, რომ სამინისტრო ცრუობს

- შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ტაბულას ესაუბრა. ბრაიზას თქმით, აფხაზეთის ფორმალიზებული ანექსია რუსეთის საერთო, ჰიბრიდული ომის ნაწილია.

- რუსული რუბლი მორიგ ისტორიულ მინიმუმანდე დაეცა. დოლარის კურსმა მოსკოვის ბირჟაზე 49 მთელი 11 მეათედი რუბლი შეადგინა. ევროს კურსმა - 61 მთელი 64 მეასედი. ამის მიზეზი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაცია ოპეკის გადაწყვეტილება გახდა იმის თაობაზე, რომ ნავთობის ფასების ვარდნის მიუხედავად, მოპოვებას არ შეამცირებენ. რუსეთის ეკონომიკა ზარალს განიცდის ასევე დასავლური სანქციებისგან, ქვეყნის 2015 წლის ბიუჯეტი კი ერთ ბარელ ნავთობში 96 დოლარზეა გათვლილი.

კომენტარები