მოსმენების შესახებ კანონი

ფარული მიყურადების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღეს

საკანონმდებლო ორგანოში ფარული მიყურადების შესახებ კანონს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი. მას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 44 დეპუტატი იყო. კენჭისყრამდე ეკა ბესელიამ პარლამენტის წევრებს კანონპროექტი მუხლობრივად გააცნო. განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა და თავისუფალმა დემოკრატებმა. მათი შეფასებით, კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს.

დღევანდელ სხდომაზე, მოსმენების შესახებ პარლამენტში განხილულ ორ კანონპროექტზე ისაუბრა დავით უსუფაშვილმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის წევრმა განაცხადა, რომ მან მხარი ვახტანგ ხმალაძის ვარიანტს დაუჭირა და კონცეფცია იმის შესახებ, რომ ძლიერი პოლიცია - ეს არის ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა, არასწორია. უსუფაშვილმა განმარტა, რომ მიუხედავად განსხვავებული აზრისა, რესპუბლიკელები კოალიციის დატოვებას არ გეგმავენ.

კომენტარები