- პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58 - ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა.კანონპროექტებს ხმა 61-მა დეპუტატმა მისცა, 71-მა კი წინააღმდეგ.
- სანამ ქვეყნის პარლამენტი იმის გადაწყვეტას ცდილობს, ვინ იქნება მოსმენების გაღების მფლობელი, პრემიერი ძლიერ სახელმწიფოზე საუბრობს. სახელმწიფოსთან ერთად, ძლიერი შსს, ძლიერი სპეცსამსახურები - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დევიზი, სწორედ ეს ფრაზა იყო ყველაზე მნიშნველოვანი მისი დღევანდელი გამოსვლიდან. პრემიერმა პოლიციელებს მიმართა - საპატრულო პოლიცია 10 წლის გახდა. პოლიციელებს ეს დღე ირაკლი ღარიბაშვილმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს.
- საქართველოს ყოფილ პრეზიდენს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს - ამჯერად სანდრო გირგვლიანის საქმეზე. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება და სხვა დანაშაულებრივი ქედებები კოორდინირებულად მოხდა და მასში, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი. გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.
- პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი ავთანდილ კემულარია დაკითხეს. არქივის თანამშრომელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. კემულარიას თქმით, კითხვები ყოფილი პრეზიდენტის არქივს, მათ შორის, 2008 წლის კადრებს ეხებოდა. ავთანდილ კემუარიას განმარტებით, ის ომის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მუშაობდა. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ უკვე დაკითხა ყოფილი პრეზიდენტის პირადი ოპერატორი, დაცვის თანამშრომლები და მზარეულები.




