საუბარი რელიგიაზე

გიგა ზედანია - ლიბერალიზმი და რელიგია

ილიას უნივერსიტეტის რექტორ, ფილოსოფოს გიგა ზედანიასთან ერთად, ლიბერალიზმისა და რელიგიის ურთიერთმიმართებაზე ვსაუბრობთ. ავტორიტეტული მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო - დომინირებს თუ არა სასულიერო საეროზე. როგორ მივაღწიოთ სეკულარობას, როცა საპატრიარქო ძლიერია და სარგებლობს ამომრჩევლის მხარდაჭერით. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ეკლესიას ბიუჯეტიდან 200 მილიონი მივეცით. შეუძლია თუ არა პოლიტიკოსს ქვეყნის მოდერნიზაციის უზრუნველყოფა, ანტიმოდერნული ძალების მოქრთამვითა და მილიონების ჩუქებით. რა შეუძლიათ ლიბერალებს, როცა სახელმწიფო მათ სათვალავში არ იღებს.

კომენტარები