კანონი ფარული მოსმენების შესახებ

ლაშა ტუღუში: პარლამენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო

ფარული მოსმენების საკითზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფის წევრი, კამპანია ეს შენ გეხება-ს მონაწილე ლაშა ტუღუში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის დამტკიცებას სამაცხვინოს უწოდებს.

„ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე 2-3 წლის წინ... რისიც გვეშინოდა, რასაც ვაპროტესტებდით, იმაზე უარესი გადაწყვტილება მიიღო პარლამენტმა. ამას არ ველოდი და გაოგნებული ვარ. სამარცხვინოა, რომ ის, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ და უნდა რცხვენოდეს თითოეულ დეპუტატს, რომელმაც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მისცა ხმა", - განაცხადა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მის თქმით, თუ მიღებულ კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს," მართალი იქნება".

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. 

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მიხედვით, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომუნიკაციებისთვის გადაცემას ითხოვდა.

პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა კანონპროექტის მომზადების 2015 წლის თებერვლამდე გადავადებას ვეტო 31 ოქტომბერს დაადო.

კომენტარები