- რეზოლუცია აფხაზეთის შესახებ- ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროექტი არ დაარეგისტრირეს. მანანა კობახიძემ პარლამენტის რეგლამენტი მოიშველია და თქვა, რომ საპარლამენტო უმცირესობას ტექსტი ბიუროს სხდომაზე არ წარმოუდგენია. სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება.
- დღეს პარლამენტში დაპირისპირებაც გამწვავდა - საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის მიერ დეპუტატთა გამოსვლის რიგითობის დარღვევას აპროტესტებდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მაგიდაზე ხელს აბრახუნებდნენ.
- საქართველოს პრემიერის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება ომის ესკალაციას გამოიწვევს. ფაინენშალ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილი პუტინსა და ხაჯიმბას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტი სავარაუდოდ ცხინვალთანაც გაფორმდება.
- ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში - ლატვიის ოფიციალური დელეგაცია ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისგან შედგება. მომავალი წელს ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, შესაბამისად პრეზიდენტ ბერზინშის ვიზიტს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
- აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებებს დღეს გამოხმაურებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიცრუეში დაადანაშაულეს. ხიდაშელმა გუშინ თქვა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის გამოსაძიებლად არაფერი გაუკეთებია.
რას პასუხობენ თინა ხიდაშელს ის ადამიანები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში სწორედ ეთნიკური წმენდის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაზე მუშაობდნენ ?!
- ლარის კურსის ვარდნა - დღეს ერთი დოლარი 1.83 ლარი ღირს, რაც გასული წლის მაქსიმუმია.
რას ფიქრობენ ეკონომისტები და როგორ ხსნის ლარის მსგავს მდგომარეობას ფინანსთა მინისტრი ?
ფოკუსი




