მაშინ, როცა მთელი თავისუფალი სამყარო ცდილობს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე, ჩვენი მთავრობა პირიქით, ცდილობს, რომ უფრო მეტად გახადოს საქართველო დამოკიდებული ოკუპანტ სახელმწიფოზე. ყველა ნაბიჯი, რომელიც გვხდის დამოკიდებულს რუსეთზე უფრო მეტად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველა სფეროში ივანიშვილის რეჟიმმა ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გააკეთა, რომ გამძაფრებულიყო და დამძიმებულიყო ვითარება ამ თვალსაზრისით. საერთო ეკონომიკური სტაგნაციის, სამუშაო ადგილების კლების, ლარის კურსის ვარდნის, ქვეყნის ეკონომიკურ ჩიხში შეყვანის პარალელურად, ჩვენ ვართ უფრო ბევრად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით წლების წინაც კი, თავი რომ დავანებოთ ორი წლის წინანდელ ვითარებას. ეს არის სწორედ ჩვნი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
ბოკერია: ჩვენ ვართ ბევრად უფრო დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით წლების წინ
tbl.ge/j6j
დაკოპირდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე.
ამავე თემაზე
- რატომ უნდა გვახსოვდეს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება - საქართველოს აღიარების 100 წლისთავი
- გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს
- ცქიტიშვილი: დიპლომატია არის ქვეყნებს შორის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება
- კანდელაკი: ლავროვი მთელ ქვეყანას დაგვცინის - ზალკალიანმა და გახარიამ განმარტება გააკეთონ
- პრეზიდენტი შეხვედრაზე: არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგი, იყოს ჩაკეტილი თავის თავში