ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

dailymail.co.uk

მას შემდეგ, რაც ესპანური ლა ლიგას ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელი გახდა, სამი დღე გავიდა, არგენტინელი ლეო მესი კი უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობას ზეიმობს.

ბარსელონამ სტუმრად, აპოელი ანგარიშით - 0:4 დაამარცხა, მესიმ კი ჰეთთრიქი შეასრულა. ამრიგად, რაულ გონსალესმა 71 გოლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პირველზე კი არგენტინელია, რომელსაც ესპანელზე სამი ბურთით მეტი აქვს გატანილი.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ლამაზ და მნიშვნელოვან შეჯიბრებაში რეკორდის დამყარება ფანტასტიკურია. თუმცა, ამის გარდა, ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი თამაში იყო და სამი ქულის აღება მოვახერხეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლიონელ მესიმ.

კომენტარები