- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტის განხილვა დაიწყო - რეზოლუციის ტექსტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ფორმალიზებული ანექსიის მცდელობას ეხება. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს.
- ოფიციალური თბილისი სოჭში ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებას გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს. „აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადაგმული ნაბიჯი" - ძირითადად ასეთია ხელისუფლების პირველი პირების თუ წევრების შეფასება, თუმცა, მაგალითად, შერიგების მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ნიშნების არსებობის მიუხედავად, ანექსიამდე ჯერ კიდევ შორია. პრემიერს რბილ შეფასებებს უწუნებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
- პუტინსა და ხაჯიმბას შორის გაფორმებულ დოკუმენტს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ნატო რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
- საქართველოს პრეზიდენტი კი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას და ამ ფონზე შემქნილ მდგომარეობას, სავარაუდოდ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად განიხილავს. გიორგი მარგველაშვილი ამავე თემაზე შეხვედრებს გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ, მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტთან ერთად დასხდნენ
ფოკუსი




