უკრაინის კრიზისი

შტაინმაიერი: უკრაინა NATO-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა. SPIEGEL ONLINE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ „უკრაინასა და NATO-ს შორის შესაძლებელია პარტნიორობა, მაგრამ არა წევრობა".

გარდა ამისა, გერმანელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში „საკმაოდ შორეულ პერსპექტივაშიც". რადგან, მისი თქმით, კიევმა ამისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს, რასაც არაერთი თაობის მუშაობა დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით შტაინმაიერი საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე „სპეკულაციები შეწყდეს".

უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები შემაშფოთებელია, თუმცა კრემლთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები