უკრაინის კრიზისი

აშშ-მა უკრაინას სამხედრო რადარები მიაწოდა

AN/TPQ-48 Light Weight Counter-Mortar Radar
defense.gov

აშშ უკრაინას მსუბუქ სარადარო სისტემებს აწვდის, რომლებიც ნაღმმტყორცნებთან ბრძოლისთვის არის განკუთვნილი (lightweight counter-mortar radar systems ). ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა.

ამ მომენტისთვის პენტაგონმა კიევს სამი ასეთი სისტემა მიაწოდა. სულ 20 ერთეულის მიწოდება და უკრაინულ პერსონალის ტრენინგი არის დაგეგმილი. სტივ უორენის განცხადებთ, სარადარო სისტემას მოწინააღმდეგის გასროლების იდენტიფიცირება და მისი კოორდინატების დადგენა შეუძლია. აშშ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების საბრძოლო მოქმედებების ზონაში გამოყენებას არ ზღუდავს.

რადარების მიწოდება უსასყიდლოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი 118 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ფარგლებში მოხდება.
იმავდროულად, კიევის თხოვნისა და კონგრესის წევრთა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებისგან.

კომენტარები