ფოკუსი

20 ნოემბერი, 2014

- თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი ინიციატივა წარუდგინა. ამ ინიციტივის მიხედვით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ცენტრალური ბიურო ერქმევა. სსიპ-ის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია.
- თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას პასუხობენ. დაცვის მხარის განმარტებით, საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსს არღვევს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი სახის მასალა აუცილებლად უნდა გადაეცეს ადვოკატს. ადვოკატები ასევე განმარტავენ, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც საიდუმლო გრიფის გამო ადვოკატებისთვის მასალების გადაცემას ზღუდავს.
- ირაკლი ალასანია დღეს დილით ამერიკაში გაემგზავრა. ვაშინგტონსა და ნიუ იორკში დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სხვა მაღალჩნოსნებთან. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იქნება. უსაფრთხოების ფორუმს საქართველოდან გიგა ბოკერია, ეკა ტყეშელაშვილი და დავით სიხარულიძეც დაესწრებიან.
- ნდობის ჯგუფის წევრები პრემიერმინისტრს თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ნდობის ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

კომენტარები