სარაგბო სტადიონი დიღომში

დიღომში 30-ათასიანი სარაგბო არენა აშენდება

sportall.ge

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის განცხადებით, თბილისში, საქართველოს ნაკრებისთვის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სტადიონი აშენდება.

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, სტადიონი კი კონკრეტულად დიღომში აშენდება.

არენა, რომელიც 25-დან 30 ათასამდე გულშემატკივარს დაიტევს, ფონდი ქართუს, სახელმწიფოს და რაგბის კავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდება.

"ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის მიღებაც, რომლის სამასპინძლოდაც საქართველომ განაცხადი საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანა. 

ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო ფედერაციამ იცოდეს, რომ საქართველოში ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების შერჩევა სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად, რაც საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა", - წერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

კომენტარები