პირველი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე. ის არგუმენტი, რომელიც მესმის ამ დისკუსიაში, რომ ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა გასაღები და სხვას ყველას, ვისაც გინდათ, ყოველგვარ დასაბუთებას და სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაუქმოთ საერთოდ, რადგან თუ არ ენდობი ერთ ნაწილში ინსტიტუტს და ამბობ, რომ ლოგიკურად ეს გამოიწვევს უკანონობას, მაშინ ბუნებრივია, სხვა ნაწილშიც არ ენდობი და საერთოდ სისტემას არ ენდობი.
tbl.ge/v89
დაკოპირდა

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- სუს-ში შემავალი ინფორმაცია 30-ჯერ გაიზარდა, მოსმენებიც არის გაზრდილი – მდინარაძე
- ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი




