კრიმინალი

შსს: ქუთაისში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

REUTERS

ქუთაისში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი ქუთაისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები