სამომხმარებლო ბაზარი

ყაზახეთმა რუსეთში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალა

Reuters

რუსული კომერსანტის ცნობით ყაზახეთმა სასმელების არაკეთილსაიმედოობის მიზეზით რუსეთში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალა. აკრძალვა რუსული არყის ისეთ ბრენდებსაც შეეხება, როგორიცაა Зеленая марка, Imperia, Дикий гусь და სხვები. 

ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ყაზახურ სტანდარტებთან შეუთავსებლობის გამო იქნა მიღებული. აკრძალვა რუსული წარმოების სპირტიან სასმელებსა და რუსულ ლუდს შეეხება.

ექსპერტების შეფასებით, ყაზახეთის ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ყაზახურ ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებული შეზღუდვის საპასუხოა.

აღნიშნულ შეზღუდვაში რუსეთში წარმოებული საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებიც მოხვდნენ, მათ შორისაა Lowenbrau, Bud და Efes. 

კომენტარები