ირაკლი სესიაშვილის ინტერვიუ

სესიაშვილი: პროკურატურის გარკვეული ფორმები ჩვენ გვაზიანებს

პროკურატურა არ ერევა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფორმები ჩვენ გვაზიანებს, ჩვენ ამაზე რეაგირება და რეაქცია გვქონდა და ამას არ ვმალავდით. ჩვენ პრემიერთან შევთანხმდით, რომ უმრავლესობა ვიკრიბებოდით 6 საათზე და ფართო სპექტრთნ ერთად უნდა გვემსჯელა უმრავლესობის გადასარჩენად. იმის ნაცვლად, რომ თქვენ მოსულიყავით, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი და წინასწარ იცოდით რა განცხადება უნდა გაგეკეთებინათ. შეიძლება ჩვენ ფორმებში და რაღაც ნაწილებში არ ვიყავით ბოლომდე ეთიკურები, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. დღევანდელი სასამართლო სისტემა არის შექმნილი, ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია და ვენდოთ მას.

მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები