რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული ქმედებები არის შეფასებული და დაგმობილი ყველა საერთაშორისო სტრუქტურის თუ ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ევროპის წევრი ყველა ქვეყნის და საქართველოს მიერაც. პოლიტიკური შეფასება რაც ხდება უკრაინაში არის ერთი და რა შეფასებასაც აკეთებს პრემიერი ეს შეფასებები ისმის სულ და არ მგონია რომ ეს პირველად მოესმინა ვინმეს. ეს არ გამორიცხავს რუსეთთან იმ პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას, რომელიც ევროპარლამენტსი რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ ჩაიწერა და NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზეც პირდაპირ ითქვა, რომ ევროკავშირი და NATO მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოუწოდებს მას დიალოგის გზით პრობლემების გადაწყვეტის გზები ეძიოს. შესაძლოა რუსეთისთვის პრემიერის განცხადება არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ყველანი სახელს ვარქმევთ მოვლენებს ადეკვატურად. თუმცა იმავდროულად პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულად, ფრთხილად და წინდახედულად აყალიბებს რუსეთთან მიმართებაში, არის პრინციპული პოლიტიკა, მაგრამ რჩება სივრცე, რომელშიც აუცილებელია გაჩნდეს პოლიტიკური დიალოგის ელემენტები.
ეკა ბესელიას ინტერვიუ
ბესელია: რჩება სივრცე, რომელშიც აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი





