ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

ირაკლი ღარიბაშვილის განსხვავებული გზავნილები აგვისტოს ომზე

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრემიერი სხვაგვარად ფიქრობდა დაახლოებით 5 თვის წინ, როდესაც BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა ყირიმის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთნ შედარება. 
უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე ღარიბაშვილი BBC-სთან ინტერვიუში იმაზეც საუბრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალურ მიდგომას და იდეალურ ბალანსს მიაგნო - ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეწევა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. დღეს კი, იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგზე საუბრობდა და არ უნდოდა საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო, რუსეთს დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაში ამხელს.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრემიერის გუშინდელი გზავნილები საქართველოს და უკრაინის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ შემუშავდა. მაჭავარიანი იხსენებს, რომ მაშინ მთავრობას არ სურდა პარალელების გავლება უკრაინასთან. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ პოზიციის ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მთავრობა ცდილობს დაკარგული დრო აანაზღაუროს.

კომენტარები