აუდიტის სამსახური

თორდია: კანცელარიის, სასჯელაღსრულების და შსს-ს საქმიანობასაც შევისწავლით

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 2011-2013 წლების საქმიანობის შემოწმების მონაცემების მიხედვით, პროკურატურას გადაეგზავნა დანაშაულის შემცველი 10 საქმე. მისი თქმით, აქედან მხოლოდ ერთი ეხება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს. რაც შეეხება აკუმულატორების და საბურავების შესყიდვას, თორდიას თქმით, ამაზე კვირის პალიტრის ჟურნალისტმა თვითონ მოიპოვა ინფორმაცია და აუდიტის სამსახურმა არაფერი იცის.

ლაშა თორდიას თქმითვე, დაახლოებით თვე-ნახევარში, როდესაც ის ჯგუფი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მასალებს სწავლობს, გათავისუფლდება, აუდიტის სამსახური კანცელარიას, სასჯელაღსრულების სამინისტროს და შსს-ს მთავარ სამმართველოს საქმიანობას შეისწავლის. თორდიას ინფორმაციით, 2013 წელის შემოწმების 87 დასკვნის მიხედვით, ყველა სამინისტროს მთლიანობაში 132 მლნ ლარის დაზოგვა შეეძლო.

გენერალური აუდიტორი ხვალ პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, სადაც თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ მასალებზე იმსჯელებენ.

კომენტარები