- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამ წუთებში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა.
- ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მდოვანს, სესილია მალმსტრომს, ასევე საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს, დიმიტრის ავრამპულოსს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმა და რიგის სამიტი იყო.
- თავდაცვის სამინისტრო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - ამჯერად, გაზეთი კვირის პალიტრა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა როგორც უწყების შპს „საქართველოს კვების კომპანიაში", ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში, რომელიც ახლა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
- ზუგდიდის საოლქო სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კვიციანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურორის მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო. დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს.
ფოკუსი




