სტოლტენბერგი: არ მაქვს მიზეზი, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსში ეჭვი შევიტანო

facebook.com/GaribashviliOfficial

NATO-ს გენერალურ მდივანი იესნ სტოლტენბერგის თქმით, მას საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით ეჭვის გამოსათქმელად მიზეზი არ აქვს, რადგან პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მასთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“პრემიერმინისტრმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკრ ინტეგრაციას, ამიტომ, მივესალმები მტკიცე ერთგულებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და NATO-სთან მისი ძლიერი პარტნიორობისთვის. ასევე მივესალმები იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობით. ასე, რომ არ მაქვს მიზეზი ამაში ეჭვი შევიტანო,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დროულად და ეფექტურად განახორციელოს პაკეტი, რომელიც NATO-მ უელსის სამიტზე მიიღო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად.

"ჩვენ მზად ვართ დროულად და ეფექტურად განვახორციელთ NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი რომელიც უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად... ნება მომეცით აღვნიშნო, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავიშურებთ ჩვენი მხრიდან  მიზნის მისაღწევად ძალისხმევას. გვჯერა, რომ ალიანსი თავისი ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგული დარჩება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს," - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები