ანგელა მერკელი

მერკელი: კრემლის პოლიტიკა საქართველოსაც ემუქრება

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

კრემლის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის -მოლდოვასა და საქართველოს ემუქრება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ავსტრალიაში ყოფნისას, საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერკელმა აღნიშნა, რომ მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისი ყველას ეხება.

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, უარს ამბობს კონფლიქტის მოგვარების ისეთ გზაზე, რომელიც ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა და კანონის მაგიერ ფსონს ძალაზე დებს. მისივე თქმით, ეს პოლიტიკა ყირიმის ანექსიით დაიწყო და უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება.

"ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ ეს ქმედებები მსოფლიო წესრიგს ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა მერკელმა. კანცლერის აზრით, ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსაკუთრებული რისკები არსებობს საქართველოსთვის, მოლდოვისათვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის. მერკელმა ევროპას და შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობაში ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა.

კომენტარები