რუმინეთი

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გახდა

http://euobserver.com/

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქ სობიუს მერმა, მემარჯვენე ცენტრისტმა კლაუს იოჰანისმა გაიმარჯვა. ეგზიტპოლების მონაცემებით, მან ხმების დაახლოებთ 53% მიიღო. 

იოჰანისის მეტოქემ, რუმინეთის მოქმედმა პრემიერმა ვიქტორ პონტამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და გამარჯვებულს მიულოცა. არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მან საკუთარ მომხრეებსაც მოუწოდა.

არჩევნების შედეგი ფაქტობრივად საზღვარგარეთ მცხოვრებმა რუმინეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. სულ რუმინეთში 18 მილიონი ამომრჩეველია, მათგან 4 მილიონი საზღვარგარეთ იმყოფება. არჩევნებამდე დიასპორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მათი საარჩევნო უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები