კალაძე: 15 ნოემბრის აქცია იყო კიდევ ერთი პოლიტიკური ბლეფი

15 ნოემბერს ჩატარებული აქცია იყო კიდევ ერთი პოლიტიკური ბლეფი. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის თვითპიარის მცდელობა. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრაგიკულად დაღუპული გმირები, წინა დღის გარდაცვლილი მეგობარი. ვფიქრობ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ჩვენი კურსი მთელმა მსოფლიომ იცის, გარდა გარკვეული დაჯგუფებისა. გარდა გარკვეული სექტისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი - ევროპა, NATO. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მივიდა. ისინი რუსულ ანექსიასა და მთავრობის საგარეო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

კომენტარები