აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა

www.chveniambebi.info

აქციის "არა ანექსიას" მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. ის კიევიდან ჩაერთო, სადაც ასევე მიმდინარეობს აქცია რუსული ანექსიის წინააღმდეგ.

"უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი შეუვლია მაშინაც კი და უფრო მაშინ, როცა დიდი საფრთხე გვემუქრება და საქმე ჩვენი ერის თავისუფლებას, მომავალს, დამოუკიდებლობას ეხება" - განაცხადა სააკაშვილმა და დღევანდელ აქციას ღირსების აღლუმი უწოდა.

ამ წუთებში პარლამენტის წინ ევროკავშირის ჰიმნი სრულდება. აქციის მონაწილეებმა უკვე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსულ ანექსიას და ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანია შეკრებილი.

კომენტარები