- კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ციურიხში გაიკეთა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა. კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზას ლონდონში ჩაუტარებენ.
- როგორ ემშვიდობებიან რეფორმატორ კახა ბენდუქიძეს პოსტ -საბჭოთა სივრცეში და მის მიღმა ?! მთელი დღის განმავლობაში ბენდუქიძის ოჯახი მსოფლიოს არაერთი წერტილიდან სამძიმარს იღებდა, საქართველოს პარლამენტში კი პრეზიდენტის გამოსვლამდე კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი ფეხზე წამოდგომით მიაგეს.
- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან გაჩენილი კითხვების შესახებ პარლამენტს მიმართა. მან ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება - ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და პარლამენტის როლის გაძლიერების საჭიროებაზე. „ბოლო პერიოდში გაურკვეველია ვის ემსახურებიან ინსტიტუტები" - განაცხადა პრეზიდენტმა
- დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა. ნოდარ ხადურის თქმით 2015 წლის საქართველოს ბიუჯეტი 9 მილიარდ 520 მილიონი ლარი იქინება და უფრო მეტად სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
- ხვალ 15 ნოემბერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით თბილისში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უკვე ფორმალიზებული ანექსიის მცდელობებს გააპროტესტებენ. აქციას რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უერთდებიან.
- რუსეთის ქმედებებს უკრაინაში შესაძლოა მის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება მოჰყვეს, ამის შესახებ დიდ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა ავსტრალიაში, დიდი ოცეულის სამიტის წინ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. თუ რუსეთი პოზიტიურ მიდგომას აჩვენებს, სანქციები შესაძლოა გაუქმდეს, აღნიშნა კამერონმა.
ფოკუსი




